ევროკომისარი: ვამზადებთ ამბიციურ ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში კეთილდღეობას მოიტანს

ვამზადებთ ამბიციურ ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში კეთილდღეობას მოიტანს, - ამის შესახებ ევროკავშირის კომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა.

მისი თქმით, გეგმა მოიცავს საფლაგმანო ინიციატივებს ყველა აღმოსავლეთ პარტნიორისთვის.

ვამზადებთ ამბიციურ ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას, რომელიც ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების სტიმულირებას და ზრდას და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში კეთილდღეობას მოიტანს. გეგმა მოიცავს საფლაგმანო ინიციატივებს ყველა აღმოსავლეთ პარტნიორისთვის, მომავალში დემოკრატიული ბელორუსის მხარდაჭერის ჩათვლით. ეს ახალი დღის წესრიგი ხელს შეუწყობს სოციალურ-ეკონომიკურ აღდგენას COVID-19 პანდემიის შემდეგ, გააძლიერებს ეკონომიკურ ურთიერთობებს და შექმნის სავაჭრო გზებს ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის”, - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

ევროკომისიამ და ჯოზეფ ბორელმა წარადგინეს წინადადება, თუ როგორ უნდა წამოიწიოს წინ აღმოსავლეთ პარტნიორებთან თანამშრომლობის პრიორიტეტები

ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი: გავაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას ამბიციური ეკონომიკური გეგმით, რაც ხელშესახებ შედეგს მოუტანს საქართველოს მოქალაქეებს

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკავშირი სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის ახალი კონცეფციის წარსადგენად ემზადება

ევროკომისარი: ინვესტიციებს განვახორციელებთ განსაკუთრებით შავ ზღვაში, რომ მხარი დავუჭიროთ საქართველოსა და ევროკავშირს შორის კავშირების განმტკიცებას

ჯოზეფ ბორელი: აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროკავშირის დღის წესრიგის სათავეში რჩება