ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე ხანძარია. გავრცელებული ინოფრმაციით, დაკვამლიანება იმ ადგილის მიმდებარედ შეინიშნება, სადაც სამი დღის წინ რამდენი ჰექტარი დაიწვა.
როგორც ცნობილია, ვაშლოვანის ნაკრძალის ტერიტორიაზე ხანძრის ქრობის პროცესში სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი ჩაერთვება.
ადგილზე უკვე იმყოფებიან მეხანძრე- მაშველები და ხანძარი საწინააღმდეგო სამუშაოებს ასრულებენ.
აღსანიშნავია, რომ რთული რელიეფის გამო ადგილზე სპეციალური ტექნიკით მისვლა ვერ ხერხდება და სახანძრო-სამაშველო და რეინჯერთა ჯგუფები ფეხით გადაადგილდებიან. რამ გამოიწვია აალება ან რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული, უცნობია.
ცნობისთვის, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე ხანძარი მიუვალ ადგილზე სამი დღის წინ გაჩნდა. რთული რელიეფის გამო, ცეცხლი ცოცხალი ძალით ჩააქრეს. დაიწვა დაახლოებით 7 ჰექტარი.