დავით ზალკალიანი ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას და ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„ვულოცავ 4 ივლისს ამერიკას! საქართველო, როგორც თავისუფლების მოყვარე ერი, გიერთდებათ თქვენი ღირებულებების აღნიშვნაში, რომელიც ასეთი ძვირფასია ამერიკელებისთვის. მოუთმენლად ველოდები ჩვენი მყარი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას და ახალი სიმაღლეების მიღწევას უახლოეს წლებში“, – აღნიშნულია ზალკალიანის მილოცვაში.

ცნობისთვის, 4 ივლისს აშშ დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ამერიკის საელჩო საქართველოში აშშ-ის დამოუკიდებლობის 245-ე წლისთავს აღნიშნავს.