პრემიერი „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს დღევანდელი მარშის სხვა ლოკაციაზე ჩატარებას სთავაზობს.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ არსებობს სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე, რის გამოც ორგანიზატორებისთვის ღონისძიების გასამართად ალტერნატიული ადგილები შესთავაზა შსს-მ.
„შსს არის მუდმივ კონტაქტზე ორგანიზატორებთან. მათ განემარტათ, რომ მათ მიერ დაანონსებული აქცია შეიცავს გარკვეულ საფრთხეს და შესაბამისად, მათ მიეცათ ალტერნატიული ლოკაციების შერჩევის შესაძლებლობა. მინდა მივმართო მათ, გაითვალისწინონ ჩვენი მოწოდება, კერძოდ, პოლიციის მიერ შეფასებული რისკები და ალტერნატივად აირჩიონ სხვა ლოკაცია“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: მარშის ორგანიზატორების უკან სააკაშვილის მეთაურობით რადიკალური ოპოზიცია დგას