„თბილისი პრაიდის" ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი აცხადებს, რომ მარშის ჩასატარებლად ალტერნატიული ლოკაციის შეთავაზება ადეკვატური არ იყო და სახელმწიფომ მათ შესთავაზა საგამოფენო სივრცე, სადაც თავისუფალი შეკრება შეუძლებელი იყო.
თაბაგარი პრემიერის განცხადებას, რომ მარშის უკან „ნაციონალური მოძრაობა“ დგას, სიცრუეს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მთავრობის მიზანი მათი დისკრედიტაციაა.
„იციან, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეხვედრაც კი არ გვქონია, მათ პერსპექტივაში, ეს არის რაღაც „გაშავება“ ჩვენი მოძრაობის. ასე ესმით, ტყუილია ეს ყველაფერი და სამწუხაროა, რომ ასეთი მეთოდით გვიპირისპირდება მთავრობა, რომელიც წესით, სიმართლის და დემოკრატიული ღირებულებების გვერდით უნდა იდგეს“, - აღნიშნა გიორგი თაბაგარმა.
მთავრობა „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს დღევანდელი მარშის სხვა ლოკაციაზე ჩატარებას სთავაზობს
თბილისი პრაიდის მოწინააღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
ირაკლი ღარიბაშვილი: მარშის ორგანიზატორების უკან სააკაშვილის მეთაურობით რადიკალური ოპოზიცია დგას