„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციის წარმომადგენელის ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, მისი მხარდამჭერები რუსთაველის გამზირზე საპატრიარქოს მოწოდების საფუძველზე იმყოფებიან, რა დროსაც პარაკლისს დაესწრებიან.
მისი თქმით, მიუღებელია ნებისმიერი ცხოვრების წესის პროპაგანდა და ამას მშვიდობიანი ფორმით აპროტესტებენ. ნებისმიერი ტიპის ძალადობა მიუღებელია და ამ ყველაფერს ემიჯნებიან.
„ჩვენ უბრალოდ პრაიდის იდეას და გარკვეული ცხოვრების წესის პროპაგანდას ვეწინააღმდგებით. ჩვენ საპატრიარქოს მოწოდების საფუძველზე ვართ აქ. საპატრიარქო არის ინსტიტუცია, რომელიც არც ერთ შემთხვევაში არ დააინიცირებს ძალადობას. უნდა აღსრულდეს პარაკლისი, რომელსაც დავესწრებით. როცა დიდი აქციაა და იქ არიან სხვა ადამიანებიც, მრევლის გარდა, რომელთთვისაც ასევე მიუღებელია პრაიდის იდეა და სხვაგვარი ტიპის წინააღმდეგობას თვლიან მიზანშეწონილად, ამას ვერც საპატრიარქო გააკონტროლებს და ვერც ჩვენ“, - განაცხადა გოლეთიანმა.
„თბილისი პრაიდი“ აცხადებს, რომ „ღირსების მარში“ დღეს არ შედგება
მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ ძალადობრივ ქმედებებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო