,,თბილისი პრაიდის" მარშის გადადების შემდეგ, საპატრიარქო მიმართვას ავრცელებს. ეს დღეს რიგით მეორე ოფიციალური განცხადებაა.
„როგორც მოგეხსენებათ, ,,თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებმა დღეს დაგეგმილი აქცია გადადეს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დღეს, 17:00 საათზე, ქაშვეთის ტაძარში ტარდება სამშვიდობო პარაკლისი. შესაბამისად, კვლავ მოვუწოდებთ ყველას, განსაკუთრებით მათ, ვინც დედაქალაქის სხვადასხვა ადგილას აპროტესტებს პრაიდის ორგანიზებას, შეიკრიბოს ქაშვეთის ტაძართან, თავი შეიკავოს ყოველგვარი აგრესიული, ძალადობრივი ქმედებისაგან და მშვიდობიან ვითარებაში დაესწროს ლოცვას“, - აღნიშნულია ტექსტში.
„თბილისი პრაიდი“ აცხადებს, რომ „ღირსების მარში“ დღეს არ შედგება