„სირცხვილია ჟურნალისტების მიმართ გამოხატული უმართავი აგრესია“, - თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს ამ ტექსტით ეხმაურება.
კახა კალაძის თქმით, „დაუშვებელია ასე სირბილი ქუჩებში, დაუშვებელია აგრესია“.
„მეგობრებო, თანამოქალაქენო, მოგიწოდებთ ყველას სიმშვიდისკენ! დაუშვებელია ძალადობა! წარმოუდგენელი ფაქტები ფიქსირდება, თავდასხმები მოზარდებზე, ქალებზე, ტურისტებზეც კი. ჩვენ გვიყურებს საქართველოს მტერიც და მოყვარეც. დაუშვებელია ასე სირბილი ქუჩებში, დაუშვებელია აგრესია. გაითვალისწინეთ ყველამ და გაუფრთხილდით ჟურნალისტებს. მედია მსოფლიოს ცხელ წერტილებშიც კი ხელშეუხებელია. ჩვენი საზოგადოების სირცხვილია ჟურნალისტების მიმართ გამოხატული უმართავი აგრესია. მიეცით მათ მუშაობის საშუალება“, - წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.
,,თბილისი პრაიდის" მარშის გადადების შემდეგ, საპატრიარქო მიმართვას ავრცელებს
ირაკლი კობახიძე: მოხდა ის, რასაც ველოდით
მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ ძალადობრივ ქმედებებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო