"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს გამოემხაურა. მისი თქმით, "მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო, ვითარების მართვა რთულია ობიექტური გარემოებების, მათ შორის აქციის მონაწილეთა რაოდენობის გამო", - ამის შესახებ მან სპეციალურ ბიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, „პრაიდის“ რეალური მიზანი იყო არა ვინმეს უფლებების დაცვა, არამედ მის უკან იდგა სუბიექტური პოლიტიკური ინტერესები.
"პირველ რიგში, გვსურს გამოვეხმაუროთ ძალადობის ფაქტებს, რომლებიც დღეს ვიხილეთ თბილისის ქუჩებში.
ძალადობას, განსაკუთრებით ჟურნალისტების წინააღმდეგ, არ აქვს არავითარი გამართლება და თითოეული ასეთი ფაქტი მკაცრ სამართლებრივ რეაგირებას საჭიროებს.
გვესმის, რომ ვითარების მართვა რთულია ობიექტური გარემოებების, მათ შორის აქციის მონაწილეთა რაოდენობის გამო. თუმცა, მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, გააკეთონ მაქსიმუმი ძალადობის აღსაკვეთად და ვითარების დეესკალაციისთვის.
ჩვენ ვაფრთხილებდით „პრაიდის“ ორგანიზატორებს, რომ მათ მიერ დაგეგმილ აქციას შეიძლებოდა გამოეწვია მოწინააღმდეგეთა აგრესია და ვითარების ესკალაცია. სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, მოვუწოდებდით მათ, თავი შეეკავებინათ აქციის ორგანიზებისგან. ამისკენ მოუწოდა „პრაიდის“ ორგანიზატორებს დღეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.
ფაქტია, რომ „პრაიდის“ რეალური მიზანი იყო არა ვინმეს უფლებების დაცვა, არამედ მის უკან იდგა სუბიექტური პოლიტიკური ინტერესები. მინდა შევახსენო ყველას, რომ ის, რაც დღეს ხდება თბილისში, არის მხოლოდ და მხოლოდ „პრაიდის“ უკან მდგომი რადიკალური ოპოზიციის - "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი პარტნიორი პარტიების ინტერესებში.
საზოგადოების დაპირისპირება, ვითარების დაძაბვა, ანტიდასავლური გრძნობების გაღვივება არის ის, რასაც ეს პოლიტიკური ძალები ესწრაფვოდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში. ვხედავთ, რომ ამ მიზნების მისაღწევად ისინი ახლაც ყველაფერზე არიან წამსვლელი.
მოვუწოდებთ ყველას, არ მისცენ ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკურ ძალებს სიტუაციის მათი სცენარის მიხედვით განვითარების საშუალება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც კობახიძემ განაცხადა, ის, რაც დღეს მოხდა დედაქალაქში მოსალოდნელი იყო.
"ჩვენ ვაფრთხილებდით ყველას იმასთან დაკავშირებით, რაც დღეს მოხდა. ძალიან მარტივად არის აქ ყველაფერი. ხელისუფლების, მმართველი პარტიის ვალდებულებაა, ყველა გაართხილოს იმასთან დაკავშირებით, რა შეიძლება მოჰყვეს მის მიერ დაგეგმილ კონკრეტულ ნაბიჯებს, ეს იყო ჩვენი ვალდებულება, ჩვენი პასუხისმგებლობა, სწორედ ამის გამო ვაფრთხილებდით ჩვენ აქციის ორგანიზატორებს და სწორედ ამის გამო აფრთხილებდა დღეს დილით პრემიერ-მინისტრი მათ. ყველამ დაინახა - მოხდა ის, რასაც ველოდით - ეს იყოს აგრესია, ძალადობის ფაქტები. ბუნებრივია, ვითარების მართვა იყო ძალიან რთული, კონტრაქციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალიწინებით. ეს, რა თქმა უნდა, იყო მოსალოდნელი. ჩვენი ვალდებულება იყო გაგვეფრთხილებინა, თუმცა არ მოგვისმინეს", - აღნიშნა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, აქციის მონაწილეთა რაოდენობა იყო ძალიან დიდი და "ობიექტური მიზეზების გამო, გაჭირდა ყველა ძალადობრივ ფაქტზე რეაგირება".
"რამდენი პოლიციელი უნდა გამოსულიყო, რომ 10 000 კაცი, თუ რამდენიც იყო, ემართა?! როდესაც მასაზე არის საუბარი, იქ რთულია რეაგირება, მითუმეტეს ასეთ დროს, როცა ბევრი ხალხია გამოსული. რთულია რეაგირება და შესაბამისად ობიექტური სირთულე ჰქონდა შს სამინისტროსაც", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ,,ღირსების მარშის" ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ
მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ ძალადობრივ ქმედებებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
თბილისი პრაიდის მარშის მოწინააღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ