გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი თბილისში მიმდინარე მოვლენებს Twitter-ზე ეხმაურება.
"ვგმობთ 2021 წლის „თბილისი პრაიდზე“ ჟურნალისტებსა და ორგანიზატორებზე განხორციელებულ მუქარას და თავდასხმას. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაიცვან მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეები და გამოიძიონ LGBT პირების წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი და დისკრიმინაციული ქმედებები. დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ", - ნათქვამია განცხადებაში.
„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ,,ღირსების მარშის" ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ
მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ ძალადობრივ ქმედებებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
თბილისი პრაიდის მარშის მოწინააღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ