საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებას ყველასთვის და სახელმწიფოს ვალდებულებაა დაიცვას ეს თავისუფლება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ში წერს.
„საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებას ყველასთვის და სახელმწიფოს ვალდებულებაა დაიცვას ეს თავისუფლება. როდესაც ძალადობრივი ჯგუფი სცემს ჟურნალისტებსა და LGBT +, როდესაც მთავრობა უყურებს, ეს კანონის უზენაესობის დანგრევის საშიში ნიშანია“, - წერს ევროპარლამენტარი.
მისი თქმით, როდესაც „ქართული ოცნების“ ლიდერები დამნაშავეებს სათანდოდ ვერ ასამართლებენ, ისინი მხოლოდ ახალისებენ ძალადობას.
„როდესაც „ქართული ოცნების“ ლიდერები იმის ნაცვლად, რომ იმოქმედონ თავიანთი მანდატით, როგორც კონსტიტუციის გარანტებმა, სპეკულირებენ ამ თემასთან დაკავშირებით და ვერ ახდენენ დამნაშავეების სათანდოდ დაგმობას, ისინი მხოლოდ ახალისებენ ძალადობას“, - წერს ევროპარლამენტარი.
„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ,,ღირსების მარშის" ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ
მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ ძალადობრივ ქმედებებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
თბილისი პრაიდის მარშის მოწინააღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
შსს-მ დღეს გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე ადმინისტრაციული წესით 8 მოქალაქე დააკავა