საქართველოში დემოკრატია საფრთხეშია და ყველა მოქმედი პირი, მათ შორის მთავრობა, სრული პასუხისმგებლობით უნდა მოქმედებდეს – ამის შესახებ საქართველოში ჩეხეთის ელჩი პეტრ მიკისკა Twitter-ში წერს.
„შოკირებული ვარ, თბილისში ძალადობის, ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებზე თავდასხმის სცენებით. დამნაშავეებმა დაუყოვნებლივ უნდა აგონ პასუხი, აღადგინონ კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები. საქართველოში დემოკრატიის ბედი წყდება და ყველა მოქმედი პირი, მათ შორის მთავრობა, სრული პასუხისმგებლობით უნდა მოქმედებდეს. “, – წერს ჩეხეთის ელჩი პეტრ მიკისკა.
„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ,,ღირსების მარშის" ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ
თბილისი პრაიდის მარშის მოწინააღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
შსს-მ დღეს გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე ადმინისტრაციული წესით 8 მოქალაქე დააკავა