ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) შეშფოთებას გამოთქვამს თბილისში ძალადობის, ასევე დაგეგმილი მშვიდობიანი შეკრების გაუქმების გამო და აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ თავდასხმების დროულ გამოძიებას ითხოვს. ამის შესახებ ორგანიზაცია Twitter-ში წერს.
"ოდირი შეშფოთებულია თბილისში მომხდარი ძალადობით და დაგეგმილი მშვიდობიანი შეკრების გაუქმებით. თითოეული ეს მიზანმიმართული თავდასხმა აქტივისტების, ჟურნალისტებისა და მათი ქონბისე წინააღმდეგ სწრაფად და საფუძვლიანად უნდა იყოს გამოძიებული", - ნათქვამია ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის განცხადებაში.
„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ,,ღირსების მარშის" ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ
თბილისი პრაიდის მარშის მოწინააღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
შსს-მ დღეს გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე ადმინისტრაციული წესით 8 მოქალაქე დააკავა
„თბილისი პრაიდი“ აცხადებს, რომ „ღირსების მარში“ დღეს არ შედგება