ან ლინდე: მკაცრად ვგმობ, თბილისში LGBTI საზოგადოების წევრებზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმებს

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ამავდროულად ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ან ლინდე თბილისში 5 ივნისს განვითარებულ მოვლენებს Twitter-ში ეხმიანება.

ან ლინდე იმედს გამოთქვამს, რომ დამნაშავეები პასუხს აგებენ.

"მე მკაცრად ვგმობ, თბილისში LGBTI საზოგადოების წევრებზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმებს. მოველით, რომ დამნაშავეები პასუხს აგებენ. ყველას აქვს თანასწორობისა და ღირსების უფლება, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა" ,- წერს ან ლინდე.

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ,,ღირსების მარშის" ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ

თბილისი პრაიდის მარშის მოწინააღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

შსს-მ დღეს გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე ადმინისტრაციული წესით 8 მოქალაქე დააკავა

საელჩოები: ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას