"ძალადობა აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ "თბილისი პრაიდის" დროს, არის სავალალო ილუსტრაცია იმისა, რომ LGBTI ადამიანები აწყდებიან განმეორებით მუქარებს საქართველოში, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი Twitter-ში წერს.
"ძალადობა აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ #TbilisiPride21 - ის დროს არის სავალალო ილუსტრაცია იმისა, რომ #LGBTI ადამიანები აწყდებიან განმეორებით მუქარებს საქართველოში. ხელისუფლების ვალდებულებაა დაიცვას ადამიანის უფლებები, მათი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, დაიცვას დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოება და დასაჯოს თავდამსხმელი დამნაშავეები", - წერს დუნია მიატოვიჩი.
„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ,,ღირსების მარშის" ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ
თბილისი პრაიდის მარშის მოწინააღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
შსს-მ დღეს გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე ადმინისტრაციული წესით 8 მოქალაქე დააკავა