ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემთვის მიუღებელია ის ძალადობა, რაც გუშინ ვიხილეთ

"ჩემთვის მიუღებელია ის ძალადობა, რაც გუშინ ვიხილეთ", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების ხედვის პრეზენტაციის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ყველა მოქალაქე იქნება იდენტიფიცირებული და რა თქმა უნდა, შესაბამისად, ყველა მათგანი დაისჯება, ვინც ძალადობა ჩაიდინა.

"რა თქმა უნდა, ჩემთვის არის მიუღებელი ის ძალადობა, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ. მე მინდა საჯაროდ დავგმო ეს ფაქტი. კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც გუშინ მოხდა. ჟურნალისტებზე ძალადობა არის მიუღებელი და დასაგმობი.

პოლიცია მუშაობს ძალიან აქტიურად. დღეს კიდევ 3 ადამიანი დააკავეს, გუშინაც დააკავეს რამდენიმე მოქალაქე, ადმინისტრაციული წესით. ყველა მოქალაქე იქნება იდენტიფიცირებული და რა თქმა უნდა, შესაბამისად, ყველა მათგანი დაისჯება, ვინც ეს ძალადობა ჩაიდინა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ,,ღირსების მარშის" ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ

თბილისი პრაიდის მარშის მოწინააღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

შსს-მ დღეს გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე ადმინისტრაციული წესით 8 მოქალაქე დააკავა

„თბილისი პრაიდი“ აცხადებს, რომ „ღირსების მარში“ არ შედგება

შსს-მ მედიასაშუალებების წარმომადგენლებისადმი ძალადობის ფაქტზე კიდევ 3 ადამიანი დააკავა