Amnesty International-ის გენერალური დირექტორი თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ ძალადობით აღშფოთებულია და პოლიციის უმოქმედობაზე მიუთითებს. აგნეს კალამარდმა შესაბამისი ტექსტი Twitter-ზე განათავსა.
„სრულიად აღშფოთებული ვარ „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ ძალადობით და პოლიციის უმოქმედობით, როდესაც დანაშაულებრივი ჯგუფი თავს დაესხა „თბილისი პრაიდის“ ოფისს. საქართველო ვალდებულია, დაიცვას ადამიანის უფლებები LGBTI ადამიანთა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება. მათ უნდა გამოიძიონ და უნდა დაიწყონ სამართლებრივი დევნა ამ ძალადობის უკან მდგომთა წინააღმდეგ“, - წერს აგნეს კალამარდი.