გუშინდელი ძალადობრივი ქმედებების გასაპროტესტებლად, პარლამენტთან "მდუმარე აქცია" დაიგეგმა

დღეს, 20:00 საათზე გამოდით რუსთაველზე და 1 საათი ჩუმად დადექით - ამ მოწოდებით პარტია "გირჩი მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე საკუთარ Facebook-ის გვერდზე საზოგადოებას მიმართავს.

ზურაბ ჯაფარიძე გუშინ, თბილისში განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებს და მომხდარში ხელისუფლებასა და საპატრიარქოს ადანაშაულებს.

"დღეს, 8 საათზე, საღამოს, გამოდით რუსთაველზე და ჩუმად დადექით. არავინ არაფერს არ გთხოვს, არც მიტინგი იქნება, არც მიკროფონები იქნება, არც ბღავილი იქნება, არც მუსიკა იქნება და არაფერი, უბრალოდ გამოდით და 1 საათი დადექით", - ამბობს ზურა ჯაფარიძე.

როგორც ცნობილია, აქციას შეუერთდნენ მოძრაობა "დროა" და "ევროპული საქართველო ".

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ,,ღირსების მარშის" ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ

თბილისი პრაიდის მარშის მოწინააღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

შსს-მ დღეს გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე ადმინისტრაციული წესით 8 მოქალაქე დააკავა

„თბილისი პრაიდი“ აცხადებს, რომ „ღირსების მარში“ არ შედგება

შსს-მ მედიასაშუალებების წარმომადგენლებისადმი ძალადობის ფაქტზე კიდევ 3 ადამიანი დააკავა