რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

6 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 272 810-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 107 377 ადამიანი.

"აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვამია ინფრომაციაში.

ბოლო 24 საათში, საქართველოში ვაქცინა 3 656-მა ადამიანმა გაიკეთა.

ცნობისთვი, გუშინ საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო.