გუშინ, "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულებიდან ერთს, 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.
3-დღიანი პატიმრობა მიესაჯა პაატა გურჩიანს, რომელიც მრგვალ ბაღთან მომხდარი ინციდენტის დროს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მანუჩარ ცაცუამ გამოაცხადა.
"თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი დღეს იმართება.
გურჩიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც საზოგადოებრივ ადგილზე ლანძღვას, გინებას, მოქალაქეების შეურაცხყოფას, ასევე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას გულისხმობს.
„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ,,ღირსების მარშის" ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ
თბილისი პრაიდის მარშის მოწინააღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
შსს-მ დღეს გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე ადმინისტრაციული წესით 8 მოქალაქე დააკავა
„თბილისი პრაიდი“ აცხადებს, რომ „ღირსების მარში“ არ შედგება
შსს-მ მედიასაშუალებების წარმომადგენლებისადმი ძალადობის ფაქტზე კიდევ 3 ადამიანი დააკავა