იაპონიის ელჩი: მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მიმართოს შესაბამის ზომებს, რათა მომავალში თავიდან აიცილოს მსგავსი ძალადობა

"მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მიმართოს შესაბამის ზომებს, რათა მომავალში თავიდან აიცილოს მსგავსი ძალადობა", - ამის შესახებ საქართველოში იაპონიის ელჩის, იმამურა აკირას მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თბილისში 5 ივლისს განვითრებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

"5 ივლისს დაგეგმილი ღირსების მსვლელობის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს განხორციელდა თავდასხმა ჟურნალისტების წინააღმდეგ, ასევე, აქციის მონაწილეების ნაწილმა დაარბია კერძო ოფისი. ვგმობ მსგავს ქმედებებს, რადგანაც ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების დარღვევა.

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მიმართოს შესაბამის ზომებს, რათა თავიდან აიცილოს მსგავსი ძალადობა მომავალში და უზრუნველყოს სხვადასხვა ჯგუფების მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ,,ღირსების მარშის" ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ

თბილისი პრაიდის მარშის მოწინააღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

შსს-მ დღეს გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე ადმინისტრაციული წესით 8 მოქალაქე დააკავა

შსს-მ მედიასაშუალებების წარმომადგენლებისადმი ძალადობის ფაქტზე კიდევ 3 ადამიანი დააკავა