სომხეთის პრეზიდენტი ვადამდელი არჩევნების გამართვის მოწოდებით გამოდის

სომხეთის პრეზიდენტი, არმენ სარქისიანი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოწოდებით გამოდის, რათა ქვეყანაში, კრიზისი, რომელიც "სეპარატისტული მთიანი ყარაბაღისთვის აზერბაიჯანთან ომის შედეგად წარმოიშვა", მოგვარდეს.

"არჩევნები ქვეყანას, ექვსკვირიანი ომის შემდეგ რყევისგან იხსნის, რომელომაც ქვეყანა ტერიტორიების დაკარგვამდე მიიყვანა", - აღნიშნა სარქისიანმა.

მან სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანსა და ალიანსს მოუწოდა, შეიმუშაონ „საგზაო რუკა“ და მოამზადონ ვადამდელი არჩევნები.

"ის უნდა მოაწყოს ახალმა, „ეროვნული თანხმობის მთავრობამ“, - აღნიშნა მან.

სარქისიანის, როგორც პრეზიდენტის უფლებამოსილება ცერემონიული ხასიათისაა, მაგრამ ის აცხადებს, რომ მისი წინადადება პოლიტიკური პარტიებსა და საზოგადოებაში გაბატონებულ აზრს ასახავს. ზოგიერთი პარტია მოითხოვს ფაშინიანის გადადგომას და საპროტესტო გამოსვლებს მართავს ქუჩაში. ფაშინიანი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა და 16 ნოემბერს გადააყენა საგარეო საქმეთა მინისტრი, რომლის გადადგომას ოპოზიცია აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების დადების გამო მოითხოვდა.