პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა აცხადებს, რომ მიუღებელია ევროკავშირის დროშის დაშვება და ავრცელებს ფოტოებს, რომელშიც პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშას აღმართავს.
„მიუღებელია ევროკავშირის დროშის დაშვება. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე მუდმივად დგანან. მათი წვლილი საქართველოს განვითარებაში ფასდაუდებელია.
უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ, ყველას, ერთი სამშობლო გვაქვს, რომლის ისტორიას, ტრადიციებსა და რელიგიას არაფერი აქვს საერთო ძალადობასთან“, – აცხადებს კუჭავა.
ცნობისთვის, გუშინ, ჰომოფობიურად განწყობილმა ჯგუფებმა, კვლავ ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა.