ჰომოფობიურად განწყობილმა ჯგუფებმა ,კვლავ ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა

რუსთაველზე გამზირზე, პარლამენტის წინ, მდუმარე აქცია დასრულდა. მას შემდეგ, რაც პოლიციამ კორდონი გახსნა და კონტრაქციის მონაწილეებს პარლამენტთან მისვლის საშუალება მიეცათ, ჰომოფობიურად განწყობილმა ჯგუფებმა პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და საქართველოს დროშა აღმართეს.

ცნობისთვის, პარლამენტთან, მდუმარე აქციაზე, 5 ივლისს განვითარებული ძალადობრივი მოვლენები გააპროტესტეს. ამის პარლელურად ქაშვეთის ეკლესიასთან კონტრაქცია დაანონსდა. ორი დაპირისპირებული აქციის მონაწილეები პოლიციას ერთმანეთისგან ცოცხალი ჯაჭვით და რკინის კონსტრუქციებით ჰყავდა გაყოფილი.

ვაჟა სირაძე: რუსთაველის გამზირზე აქცია დასრულებულია, პარლამენტის მიმდებარედ ადამიანები უსაფრთხოდ დატოვებენ ტერიტორიას

შსს: უწყება კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს დაიცვან კანონის მოთხოვნები

პარლამენტთან ლგბტ დროშის გაშლის შემდეგ ვითარება დაიძაბა

საპატრიარქო: დაუშვებელია ისედაც დაძაბულ ფონზე გინებითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით დაპირისპირების შემდგომი ესკალაცია