New York Times-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა გასულ კვირას, მთავარ თანაშემწეებს ჰკითხა უახლოესი კვირების განმავლობაში ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმის შესაძლებლობის შესახებ.
ამერიკული მედია წერს, რომ ტრამპის ჩანაფიქრს წინ უსწრებდა საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს განცხადება (IAEA) ირანის მიერ ურანის გამდიდრებასთან დაკავშირებით. მისივე თანახმად, დიდი ალბათობით ტრამპის იერიშის სამიზნე გახდებოდა ქალაქი ნატანზი, რომელზეც თქვა ატომური ენერგიის სააგენტომ, რომ ურანიუმის მარაგები იქ ახლა ძველზე თორმეტჯერ მეტი იყო.
ეს ყველაფერი კი მოხდა მას შემდეგ, რაც ირანმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას 2018 წელს, რომლის თანახმად ირანი არ გაზრდიდა საკუთარ მარაგებს. ტრამპის ადმინისტრაციამ პირობა დადო, რომ გაზრდის სადამსჯელო ზომებს, რასაც ზოგიერთი კრიტიკოსი მიიჩნევს „სანქციების კედლის“ აგების მცდელობად, რომლის გადალახვაც ბაიდენს გაუჭირდება.
თეირანსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა 2015 წლის ბირთვული შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლის და ირანისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესების შემდეგ გამწვავდა. შეთანხმება ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ ადრინდელი სანქციების გაუქმებას გულისხმობდა.
2015 წლის შეთანხმებით, თეირანი, ბირთვული პროგრამის შეზღუდვასთან ერთად, შესაძლებლობას აძლევს საერთაშორისო სააგენტოს ექსპეტებს, ეკონომიკური სანქციების გაუქმების სანაცვლოდ შეამოწმონ მისი ბირთვული ობიექტები.