მალხაზ მაჩალიკაშვილი გაათავისუფლეს, სასამართლო პროცესი გადაიდო

პარლამენტის შენობის წინ გუშინ გამართულ აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული მალხაზ მაჩალიკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო.

დღევანდელ პროცესზე მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატმა პროცესის გადადების შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა და მაჩალიკაშვილი დარბაზიდან გაათავისუფლა.

საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი 23 ივლის ჩაინიშნა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელსაც დაუმორჩილებლობას, წვრილმან ხულიგნობას და ცივი იარაღის ტარებას ედავებიან, აცხადებს, რომ დანას საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის იყენებს.

"მე ვარ ქუჩაში და ვცხოვრობ კარავში. იარაღი, თუ მას ცივ იარაღს ვეძახით, საჭიროა, რადგან პურის დასაჭრელადაა საჭირო", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

მისი ადვოკატი მარიამ პატარიძე აცხადებს, რომ მაჩალიკაშვილის დაკავების საფუძველი არის უკანონო და აბსურდული.

რუსთაველის გამზირზე სოლიდარობის აქციის დროს მალხაზ მაჩალიკაშვილი დააკავეს