7 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 277 872-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 109 825 ადამიანი.
"აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ბოლო 24 საათში, ვაქცინა 5 062-მა ადამიანმა გაიკეთა.
შეგახსენებთ, რომ 5 ივნისს საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო.