8 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 283 631-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე თქმით, სრულად ვაქცინირებულია 111 589 ადამიანი.
"აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ბოლო 24 საათში, ვაქცინა 5 759 ადამიანმა გაიკეთა.
შეგახსენებთ, რომ 5 ივლის საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო.