სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შოთა ქარსელაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
"დიდია განსაცდელი, რომლის წინაშეც თქვენ აღმოჩნდით, მაგრამ შოთას მიერ გადადგმული ნაბიჯი, მთელი მისი ცხოვრების მწვერვალია.
უფალი ბრძანებს: ,,არავის აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დადებს თავისი მეგობრისთვის (ინ.15:13). ბუნებით ისედაც გამორჩეულმა, სამშობლოს გულშემატკივარმა შოთამ ამის მაგალითი უჩვენა საზოგადოებას.
თქვენ გლოვა არ გმართებთ, რადგან ასეთნი უფლის სავანის მკვიდრნი ხდებიან; ,,პატიოსან არს წინაშე ღვთისა სიკვდილი წმიდათა მისთა". ღმერთმა დაგლოცოთ! ",- ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.
შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს , 36 წლის შოთა ქარსელაძე მტკვარში უცნობი გოგოს გადასარჩენად გადახტა. ქალი სიკვდილს გადაარჩინა, თავად კი ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო.