ამერიკული სადესანტო ხომალდი შავ ზღვაში NATO-ს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად წვრთნების ჩასატარებლად დაიძრა

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეექვსე ფლოტის ინფორმაციით, სამხედრო-საზღვაო ძალების სწრაფმავალი სატრანსპორტო-სადესანტო ხომალდი Yuma შავ ზღვაში დაიძრა.

როგორც ცნობილია, ხომალდი ოპერაციას NATO-ს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად ჩაატარებს.

ცნობისთვის, 28 ივნისიდან 10 ივლისამდე შავ ზღვაში სამხედრო სწავლება „სი ბრიზი 2021“ (Sea Breeze 2021) იმართება, რომლის ძირითადი მონაწილეები უკრაინა, აშშ, კანადა, ბრიტანეთი, ნიდერლანდები, რუმინეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, თურქეთი და ლატვია არიან. სამხედრო წვრთნებში 4 000-მდე ჯარისკაცი და 40 საბრძოლო ხომალდი მონაწილეობს.

შავ ზღვაში დაიწყო მასშტაბური სამხედრო წვრთნები, რომელშიც NATO-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად საქართველოც მონაწილეობს