შავ ზღვაში დაიწყო მასშტაბური სამხედრო წვრთნები, რომელშიც NATO-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად საქართველოც მონაწილეობს

უკრაინაში, შავ ზღვაში მასშტაბური სამხედრო წვრთნები Sea Breeze 2021 (SB21) დაიწყო, რომელშიც მონაწილეობას NATO-ს წევრი და პარტნიორი 32 ქვეყანა, მათ შორის საქართველოც მიიღებს.

ამერიკის შეერთეულ შტატების საზღვაო ძალების ევროპასა და აფრიკაში გავრცელებული ინფორმაციით, მასშტაბურ სამხედრო სწავლებაში ჩართულია 5 000-მდე სამხედრო, 32 გემი, 40 საფრენი აპარატი და სპეცდანიშნულების და მყვინთავების 18 რაზმი.

როგორც ცნობილია სწავლება 10 ივლისის ჩათვლის გაგრძელდება და შეეხება საჰაერო თავდაცვას, საზღვაო ოპერაციებს, სპეციალური ოპერაციების ინტეგრაციას, სამძებრო სამაშველო ოპერაციებს და ა.შ.

Sea Breeze 2021 არის ყოველწლიური მრავალეროვნული საზღვაო სწავლება, რომელიც მოიცავს საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო კომპონენტებს და მასპინძლობენ შეერთებული შტატები და უკრაინა შავი ზღვის რეგიონში მონაწილე ძალების ურთიერთქმედების და შესაძლებლობების გასაზრდელად.

,,1997 წლიდან მოყოლებული, წვრთნებმა შავი ზღვის ქვეყნების უმეტესობა, NATO-ს მოკავშირეები და პარტნიორები დააკავშირა.

SB21 შესაძლებლობას აძლევს მონაწილე ქვეყნებს ჩაერთონ რეალისტურ საზღვაო სწავლებაში, გამოცდილებისა და გუნდური მუშაობის შესაქმნელად და ჩვენი ურთიერთქმედების განმტკიცებისთვის, რადგან ჩვენ ვმუშაობთ ორმხრივი მიზნების მისაღწევად.

უკრაინა და აშშ თანამშრომლობით სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს 32 ქვეყანა: ალბანეთი, ავსტრალია, ბრაზილია, ბულგარეთი, კანადა, დანია, ეგვიპტე, ესტონეთი, საფრანგეთი, საქართველო, საბერძნეთი, ისრაელი, იტალია, იაპონია, ლატვია, ლიტვა, მოლდოვა, მაროკო, ნორვეგია, პაკისტანი, პოლონეთი, რუმინეთი, სენეგალი, ესპანეთი, სამხრეთ კორეა, შვედეთი, ტუნისი, თურქეთი, უკრაინა, არაბთა გაერთიანებული საემიროები, გაერთიანებული სამეფო და შეერთებული შტატები.

SB21-ში მონაწილეობით, შავი ზღვის ქვეყნები, NATO-ს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, აუმჯობესებენ მათ საზღვაო და სახმელეთო ოპერაციების წარმართვის უნარს", - აღნიშნულია განცხადებაში.

შავ ზღვაში NATO-ს სწავლება დაიწყო

ექსკლუზივი: ჯეიმს აპატურაი: NATO და საქართველო იზიარებენ სიტუაციურ ცნობიერებას იმის უზრუნველსაყოფად, რომ შავი ზღვა სტაბილურობისა და უსაფრთხოების წყაროდ დარჩეს