ვახტანგ გომელაური: პრეზიდენტს აინტერესებდა, როგორ განვითარდა 5-6 ივლისის მოვლენები

შევხვდით სალომე ზურაბიშვილს, მას აინტერესებდა როგორ განვითარდა 5-6 ივლისის მოვლენები, - ამის შესახებ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მან განმარტა, რაზე ისაუბრა პრეზიდენტთან შეხვედრის დროს.

„პრეზიდენტს შევხვდი. მას აინტერესებდა და მოვახსენეთ, როგორ განვითარდა 5-6 ივლისის მოვლენები. ჩავაყენეთ საქმის კურსში, რა ღონისძიებები ჩატარდა, რა გავაკეთეთ ჩვენ, რამდენი ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამწუხაროდ, ჟურნალისტები, რამდენი გამოძახება იყო, რამდენი ადამიანი გვყავს დაკავებული სისხლის სამართლის კოდექსით და ასევე ადმინისტრაციული წესით. ეს ყველაფერი დაწვრილებით მოვახსენეთ პრეზიდენტს. დაგვისვა კითხვები, კითხვებზე გავეცით პასუხი“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრამდე, პრეზიდენტთან იმყოფებოდნენ სასულიერო პირები, მათ შორის მეუფე შიო. შეხვედრის თემა უცნობია.

ვახტანგ გომელაური: სპეცრაზმი გამოყვანილი იყო. მაინცდამაინც რობოკობებში ჩაცმულებმა უნდა იარონ?!

შსს-მ ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტზე კიდევ 5 ადამიანი, ,,თბილისი პრაიდის" ოფისის დაზიანების ფაქტზე კი 3 ადამიანი დააკავა