აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ავღანეთში აშშ-ის სამხედრო მისია 31 აგვისტოს დასრულდება.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ განაგრძობს ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისთვის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის გაწევას.
„ავღანეთში ჩვენი სამხედრო მისია 31 აგვისტოს დასრულდება. ავღანეთის ბედის განსაზღვრა ავღანელი ხალხის ამოცანაა“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ცნობისთვის, აპრილის შუა რიცხვებში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და NATO-მ განაცხადეს, რომ ავღანეთიდან ჯარების გამოყვანას იწყებდნენ. ეს პროცესი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პირველ მაისს დაიწყო.
ბორის ჯონსონმა ავღანეთში დიდი ბრიტანეთის სამხედრო მისიის დასრულება გამოაცხადა