„ბრძოლა Covid-19-ის ვაქცინის პერველობისთვის“, - ამის შესახებ სტატიას New York Times-ი აქვეყნებს, რომლის თარგმანს Europetime გთავაზობთ.
ვაქცინებს, როგორც წესი, მრავალწლიანი გამოკვლევა და ტესტირება სჭირდება, მაგრამ მეცნიერები იბრძვიან იმისთვის, რომ მომავალ წელს გვქონდეს უსაფრთხო და კლინიკურად გამოცდილი ვაქცინა.
ამ ეტაპზე 54 ვაქცინაა კლინიკური ცდების ეტაპზე, ხოლო დაახლოებით 87 პრეკლინიკურ ტესტირებას გადის და ჯერჯერობით მხოლოდ ცხოველებზე მოწმდება. ვაქცინის შემუშავება იანვარში დაიწყო, პირველი ტესტირება კი ადამიანებზე - მარტში. ამ დროისთვის 12-მა მიაღწია ტესტირების საბოლოო ეტაპს.
ბუნებრივია რამდენიმე ვერ მიაღწევს შედეგს, ზოგის ტესტირების პასუხი უბრალოდ ბუნდოვანი იქნება და ამიტომაც, ზოგს არ გამოიყენებენ. ვაქცინას შეუძლია ინფექციის პრევენცია, თუმცა მას არ შეუძლია უშუალოდ ინფექციისგან განკურნება. მოწინავე პოზიციაზეა ამერიკული კომპანიის, Moderna-ს ვაქცინა, რომელიც მესამე ფაზაშია და მის კლინიკურად დამტკიცებამდე რამდენიმე თვე გვაშორებს.
Moderna-პრეპარატი ჯერჯერობით ყველაზე ეფექტურია და 94,5%-ს შეადგენს მისი შედეგი ვირუსთან ბრძოლაში. Pfizer-ი და BioNTech-ი მეორე პოზიციას იკავებენ. ისინი მეორე და მესამე ფაზებში არიან, დააანონსეს, რომ მათი პრეპარატი, ამ ეტაპზე, 90%-ით ეფექტურია ვირუსთან ბრძოლაში.
ივლისში ინდოელმა ვაქცინის მწარმოებელმა Zydus Cadila-მ დაიწყო დნმ-ზე დაფუძნებული ვაქცინის ტესტირება, მათ 6 აგვისტოს დაიწყეს მეორე ეტაპის ტესტირება და მალევე გეგმავენ მომდევნო ფაზაზე გადასვლას. ჩინურმა სამედიცინო გიგანტმა CanSino Biologics-მა შეიმუშავა ვაქცინა, უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში, ისინი მაისის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეებზე ცდიან პრეპარატს, მათივე განცხადებით, შედეგები საკმაოდ დამაიმედებელია. ვაქცინა 25 ივნისს, ერთი წლით, როგორც „სპეციალურად საჭირო პრეპარატი“ დაამტკიცეს.
11 აგვისტოს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა, რომ რუსეთის ჯანდაცვის მარეგულირებელმა დაამტკიცა ვაქცინა, რომელსაც Sputnik V ეწოდა, მაშინ როდესაც მე – 3 ფაზის კვლევებიც არ იყო დაწყებული.
ვაქცინის ექსპერტებმა ეს ნაბიჯი სარისკოდ შეაფასეს და მოგვიანებით რუსეთმაც უარყო განცხადება და თქვა, რომ შემდეგი ეტაპი დამოკიდებული იქნება მე -3 ფაზის საცდელ დადებით შედეგებზე.
სხვა ქვეყნებთან ერთად ჩრდ. კორეაც აქტიურადაა ვაქცინის ძიებაში ჩართული. კერძოდ კი, 18 ივლისს, ჩრდილოეთ კორეის სამეცნიერო და ტექნოლოგიურმა სახელმწიფო კომისიამ გამოაცხადა, რომ მათ დაიწყეს კლინიკური გამოკვლევები ვაქცინაზე კორონავირუსის ცილების ნაწილის საფუძველზე. ძნელია დამოუკიდებლად დაადგინო, რამდენად შეესაბამება სიმართლეს „იზოლირებული დიქტატურის განაცხადი“.
კომისიამ განაცხადა, რომ ვაქცინა ცხოველებზე გამოსცადეს,თუმცა მონაცემები არაა საკმარისი სიმართლის დასდგენად. უფრო მეტიც, მასში ნათქვამია, რომ ვაქცინის ეფექტურობისთვის სხვა ქვეყანაში უნდა ჩატარდეს ტესტირება, რადგან „ჩრდილოეთ კორეაში Covid-19 არ არსებობს“.