ევროპული კომპანიები SpaceX-თან კონკურენციისთვის ერთიანდებიან. სამი ევროპული მსხვილი კომპანია SpaceX-ის ევროპულ ანალოგს ქმნის.
Airbus-მა, Leonardo-მ და Thales-მა კოსმოსური ბიზნესის გაერთიანების შესახებ მემორანდუმი გააფორმეს, რათა შეიქმნას ერთიანი ევროპული ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ილონ მასკის SpaceX-ს კონკურენციას გაუწევს.
Airbus (AIR.PA), Thales (TCFP.PA) [ორივე საფრანგეთიდან] და იტალიური კომპანია Leonardo (LDOF.MI) შექმნიან ერთობლივ საწარმოს, რომელიც ტულუზაში დაფუძნდება და საქმიანობას 2027 წელს დაიწყებს.
„ევროპის კოსმოსური ჩემპიონის“ სახელით წარდგენილი ახალი კომპანიის შტაბბინა ტულუზაში განთავსდება. კომპანია დაახლოებით 25 000 ადამიანს დაასაქმებს და მისი წლიური ბრუნვა 6.5 მილიარდ ევროს (7.5 მილიარდი აშშ დოლარი, 5.6 მილიარდი ფუნტი სტერლინგი) შეადგენს.
სამი კომპანია გააერთიანებს თავის ინტერესებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა, კოსმოსური კვლევა, დედამიწის დაკვირვება, კოსმოსური საფრთხეები და თანამგზავრული ნავიგაცია. Airbus-ის აღმასრულებელმა დირექტორმა,გიიომ ფორიმ, Leonardo-ს აღმასრულებელმა დირექტორმა რობერტო ჩინგოლანიმ და Thales-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პატრის კეინმა ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ ახალი კომპანიის შექმნა „ევროპის კოსმოსური ინდუსტრიისთვის გადამწყვეტ ეტაპს“ უსვამს ხაზს.
საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ინტერესების დასაცავად, ახალი ბიზნესი გააერთიანებს ხუთ ახალ ეროვნულ კომპანიას დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიასა და ესპანეთში. ის გამოიყენებს თავდაცვის გიგანტის MBDA-ს მსგავს სტრუქტურას, რომელიც ასევე ჩამოყალიბდა რამდენიმე ეროვნული ოპერაციის შერწყმის შედეგად.
ცნობისთვის, SpaceX მილიარდერმა ილონ მასკმა 2002 წელს დააარსა, თავდაპირველად, მისი მიზანი NASA-ს ეკონომიურ ალტერნატივად ჩამოყალიბება იყო. ეს კი, ევროპული აერონავტიკის აქტივების ყველაზე ამბიციური გაერთიანებაა 2001 წელს რაკეტების მწარმოებელი MBDA-ს შექმნის შემდეგ. სამ ჯგუფს შორის მოლაპარაკებები გასულ წელს დაიწყო.