აშშ-ის საელჩო: ჩვენი სამხედროებისთვის პატივი იყო, ემსახურათ ქართველ თანამებრძოლებთან ერთად, რომლებიც სამშვიდობო ოპერაციებში სიცოცხლეს რისკავენ

აშშ-ის სამხედროებისთვის პატივი იყო, ემსახურათ ქართველ თანამებრძოლებთან ერთად, რომლებიც ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ქართველი ხალხის მტკიცე ერთგულებას განასახიერებენ , - ამის შესახებ აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

საელჩო 32-ე ბატალიონს სამშობლოში დაბრუნებას ულოცავს.

"ვულოცავთ საქართველოს 32-ე ქვეით ბატალიონს სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნებს. ეს არის ისტორიული მომენტი, რომელიც აღნიშნავს NATO-ს ეგიდით მტკიცე მხარდაჭერის მისიის დასრულებას.

გასული შვიდი წლის განმავლობაში სულ 7,078 ქართველმა ჯარისკაცმა გაიარა წვრთნები და იმსახურა აშშ-ის საზღვაო ქვეითების მხარდამხარ.

აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეებისთვის პატივი იყო, ემსახურათ ქართველ თანამებრძოლებთან ერთად, რომლებიც სამშვიდობო ოპერაციებში სიცოცხლეს რისკავენ და რომლებიც ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ქართველი ხალხის მტკიცე ერთგულებას განასახიერებენ", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

კელი დეგნანი ქართველ სამხედროებს: თქვენ გაქვთ უკვე იმის პოტენციალი, რომ დაიცვათ თავი მტრულად განწყობილი ძალებისგან

სალომე ზურაბიშვილი: დღეს საქართველოს ძლიერი თავდაცვის ძალები ჰყავს

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ქვეყანა მზადაა, იყოს უსაფრთხოების მიმწოდებელი და პარტნიორებთან ერთად იბრძოლოს გლობალური მშვიდობის დაცვისთვის

თავდაცვის მინისტრი ქართველ სამხედროებს: ჩვენს ჯარს დღეს პარტნიორები იცნობენ როგორც გაბედულ, მამაც და ღირსეულ ჯარს და ეს თქვენი დამსახურებაა