საქართველოს როლი რეგიონში, უსაფთხოებისა და სტაბილურობის მიმართულებით მტკიცდება, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში, საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა, სადაც ამერიკის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს ელოდებიან.
კითხვაზე შეეხება თუ არა შეხვედრაზე საუბარი იმ საკითხს, რაზეც ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილმა ხელმძღვანელმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა "ევროპათაიმთან" ისაუბრა, ბაქრაძე პასუხობს, რომ საქართველოს აქვს სამოქმედო გეგმა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობა მტკიცდება.
"ჩვენ აშშ-თან 2016 წელს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, მემორანდუმი გავაფორმეთ, 2017 წელს გაფორმდა საქართველოს თავდაცვითი გაძლიერების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ გვაქვს სამოქმედო გეგმა, რომელსაც მუდმივად ვაახლებთ და რომლის ფარგლებშიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობა მტკიცდება. საქართველოს როლი რეგიონში, უსაფთხოებისა და სტაბილურობის მიმართულებით მტკიცდება, საქართველოს თავსებადობა ალიანსთან მტკიცდება. ეს არის მიმართულებები, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
გენერალმა ჰოჯესმა, ჩვენს გამოცემასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა თუ აშშ ინფრასტრუქტურას და როტაციულ ძალებს საქარტველოში გაზრდიდა.