„თბილისი პრაიდის“ ოფისში შეჭრისთვის დაკავებულ სამ მოქალაქეს, ალიკა ალაზოვს, გიორგი ოძელაშვილსა და გიორგი ელისბარაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.
დაცვის მხარე დაკავებულების 2000 და 5000-5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა,თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თეიმურაზ სიხარულიძემ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ.
ამავე თემაზე: შსს-მ ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტზე კიდევ 5 ადამიანი, ,,თბილისი პრაიდის" ოფისის დაზიანების ფაქტზე კი 3 ადამიანი დააკავა.
„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ,,ღირსების მარშის" ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ