საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტს Twitter-ის გვერდზე ეხმაურება.
„მოხარული ვარ, რომ ვმასპინძლობთ სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს საქართველოში. ვიმედოვნებ, რომ ეს ისტორიული ვიზიტი აშშ-საქართველოს უკვე კარგად დამკვიდრებულ თანამშრომლობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას ახალ ნიშნულზე აიყვანს და ჩვენი ქვეყნებისთვის ახალ შესაძლებლობებს ჩაუყრის საფუძველს“, - წერს საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
მაიკ პომპეო უკვე საქართველოშია.