„ტვ პირველის“ გადაწყვეტილებით, ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას საქმეზე ალტერნატიულ ექპსერტიზას დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე ჩაატარებს.
ტელეკომპანიის ინფორაციით, საგამოძიებო მოქმედებებს სამხარაულის ბიუროში დაესწრება "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც", რომელიც სასამართლოში არხის ინტერესებს იცავს.
ცნობისთვის, "ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მსხვერპლი გახდა გარდაიცვალა.
შსს-მ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.