დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს, ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
მისი თქმით, კითხვებს, რომელიც არსებობს უნდა მოჰყვეს სწრაფი გამოძიება და პასუხი გაეცეს ყველაფერს.
,,ძალიან მიჭირს ამ სიტყვების დაწერა- ვიზიარებ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით გამოწვეულ უდიდეს ტკივილს.სამძიმარს ვუცხადებ ლექსოს ოჯახს, მის ახლობლებს, TV პირველს, ქართულ მედიას. კითხვებს რომელიც არსებობს უნდა მოჰყვეს სწრაფი გამოძიება და პასუხი გაეცეს ყველაფერს" , - წერს კალაძე Facebook-ზე.
ცნობისთვის, "ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მსხვერპლი გახდა, გარდაიცვალა.
შსს-მ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.