საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამა: მედიის თავისუფლება და ჟურნალისტების უსაფრთხოება ის დემოკრატიული ფასეულობებია, რომელთა დაცვაც აუცილებელია

საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამა ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„შეძრწუნებულები ვართ Tv Pirveli-ს ჟურნალისტის ტრაგიკული გარდაცვალების გამო, რომელიც 5 ივლისს თბილისში ძალადობრივ მოვლენებს მოჰყვა. მედიის თავისუფლება და ჟურნალისტების უსაფრთხოება ის დემოკრატიული ფასეულობებია, რომელთა დაცვაც აუცილებელია. ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ ალექსანდრე ლაშქარავას ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც Twitter-ზე გამოქვეყნდა.

ცნობისთვის, "ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მსხვერპლი გახდა, გარდაიცვალა.

შსს-მ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.