პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომლის მონაწილეებიც მთავრობის გადადგომას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები „ტვ პირველის“ ოპერატორის გარდაცვალებასა და 5 ივლისს ჟურნალისტების დაშავებაზე პასუხისმგებლობას პრემიერსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს აკისრებენ.
ცნობისთვის, "ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მსხვერპლი გახდა, გარდაიცვალა.
შსს-მ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.