ტოივო კლაარი ოპერატორის გარდაცვალებაზე: ასეთი სახის ძალადობის ადგილი დემოკრატიულ საზოგადოებაში არ არის

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ტოივო კლაარი ,,ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება.

,,ეს ტრაგიკული ისტორიაა. თავისუფალი მედიის წინააღმდეგ და ზოგადადაც, ასეთი სახის ძალადობის ადგილი დემოკრატიულ საზოგადოებაში არ არის. მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება მიმდინარეობს. გამოვხატავ ღრმა მწუხარებას", - წერს კლაარი.

ცნობისთვის, "ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მსხვერპლი გახდა, გარდაიცვალა.

შსს-მ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.