ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა, რომლებიც 5 ივლისს, თბილისში განვითარებულ მოვლენებსა და ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას პრემიერ-მინისტრს აკისრებენ, რუსთაველის გამზირზე მოწყობილ სცენაზე, სოლიდარობის, პროტესტის და იმის ნიშნად, რომ მედია ერთიანია, მიკროფონები და კამერები დაალაგეს.
„ჩვენ ერთნი ვართ, არანაირი კონკურენცია არ არსებობს", - მიმართა აქციაზე შეკრებილებს ტელეჟურნალისტმა ვახო სანაიამ.
აქციაზე საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა მედიასაშუალება გაერთიანდა.