ლიეტუვის საგარეო უწყება: საქართველოში ჟურნალისტების მიმართ ძალადობა შოკისმომგვრელი და მიუღებელია

"საქართველოში ჟურნალისტების მიმართ ძალადობა შოკისმომგვრელი და მიუღებელია", - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც Twitter-ზე გამოქვეყნდა.

საგარეო უწყება ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამოსაკვლევად დამოუკიდებელი ექსპერტი დაუშვან.

"საქართველოში ჟურნალისტების მიმართ ძალადობა შოკისმომგვრელი და მიუღებელია. ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს დამნაშავეთა წინააღმდეგ და ალექსანდრე ლაშქარავას ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ დამოუკიდებელი გამოძიება დაუშვას. ნებისმიერი სხვა კურსი არის შეუსაბამო საქართველოს დემოკრატიულ ღირებულებებთან" , - ნათქვამია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

,,ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა