NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი 'ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმიანება.
მისი თქმით, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება, ღრმად შემაშფოთებელია, საქართველოს ყველა მეგობრისთვის.
„ქართველი ჟურნალისტის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალება, რომელსაც ამ კვირაში ბრბო დაესხა თავს, ღრმად შემაშფოთებელია, საქართველოს ყველა მეგობრისთვის, მათ შორის ჩემთვის.
დემოკრატიაში უმცირესობები დაცულია, მედია დაცულია, თავისუფალი სიტყვაა დაცული. ეს ევროატლანტიკური ღირებულებებია. არცერთი ინსტიტუტი ან ორგანიზაცია არ არის თავისუფალი ამ პასუხისმგებლობისგან",- წერს სოციალურ ქსელში ჯეიმს აპატურაი.