სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ევროატლანტიკური კავშირების გაღრმავებაში დახმარებას განაგრძობს

აშშ-ის სახელწიფო დეპარტამენტი, საქართველოში მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად განცხადებას ავრცელებს.უწყება აღნიშნავს, რომ აშშ საქართველოს მიმართ დაფიქსირებული მხარდაჭერის ერთგული რჩება.

„ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გამყარებაში დახმარებისადმი ერთგული რჩება. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მაიკ პომპეოს ვიზიტი დღეს დაიწყო. ოფიციალურ შეხვედრებს კი ის ხვალ გამართავს.