,,ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას დასავლური მედია ეხმაურება.
როგორც BBC-ი წერს, ქართველმა ოპერატორმა 5 ივლისს პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე განხორციელებული თავდასხმის დროს, სახის მძიმე დაზიანებები მიიღო.
ბრიტანული ტელეკომპანიის ინტერნეტგამოცემის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სექსუალური ორიენტაციის დისკრიმინაცია უკანონოა, ქვეყანა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპასა და დასავლეთ აზიას შორის მდებარეობს, კვლავ ძალიან კონსერვატიულია.
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას კიდევ ერთი ბრიტანული მედია Guardian-ი გამოეხმაურა.
„ქართველი ოპერატორი ულტრა-მემარჯვენე, ანტი-ლგბტქ ბრბოს თავდასხმის შემდეგ დაიღუპა“, - ამ სათაურით გამოაქვეყნა სტატია გამოცემამ.
გამოცემის მიხედვით, მას შემდეგ, რაც ათობით ჟურნალისტს პრაიდის პროტესტის გაშუქებისას თავს დაესხნენ, საქართველოს მთავრობა „დანაშაულებრივ პასიურობაში“ დაადანაშაულეს.
გერმანული Deutsche Welle-ს თანახმად, ქართველი ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა ულტრა-მემარჯვენე ადამიანების ჯგუფმა სცემა, რომელიც გარდაიცვალა, რის გამოც საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ აღშფოთება იზრდება.
Deutsche Welle წერს, რომ საქართველოში ლგბტქ+ საზოგადოებების მიმართ ძალადობამ აიძულა ორგანიზატორები, დაგეგმილი მარში გაეუქმებინათ, რასაც საერთაშორისო აღშფოთება მოჰყვა. გერმანული გამოცემის მიხედვით, კრიტიკოსებმა ასევე დაადანაშაულეს ღარიბაშვილი, მმართველი პარტია ჰომოფობიური და ნაციონალისტური ჯგუფების ჩუმად მხარდაჭერაში.
ცნობისთვის, გუშინ , "ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მსხვერპლი გახდა, გარდაიცვალა.
შსს-მ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.