ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჟურნალისტობა დანაშაული არ არის

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი ,,ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება.

,,უდიდეს გულისტკივილს გამოვხატავ ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას ვუცხადებ მის ოჯახს.

მოვუწოდებ სრული და სამართლიანი გამოძიებისკენ, როგორც მისი გარდაცვალების, ასევე ძალადობის, რომელიც 5 ივლისის მოვლენების დროს დაფიქსირდა. ჟურნალისტებზე თავდასხმა მიუღებელია. ჟურნალისტიკა დანაშაული არ არის", - წერს Twitter-ზე ედგარს რინკევიჩსი.

ცნობისთვის, გუშინ , "ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მსხვერპლი გახდა, გარდაიცვალა.

შსს-მ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.